IMG.GE ___________________________________ IMG.GE

ანალიტიკოსი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის განცხადებას ეხმაურება.

მისი თქმით საქართველოში ბიზნესი ბევრად თავისუფალია და ამასთან არც კორუფციის დონე არსებობს.

“ის, რომ ვიღაც საუბრობს ბიზნესთან დაკავშირებით არის კორუფციაო, მსოფლიო ბანკმა დაამტკიცა ის ფაქტი, რაზეც ბევრი წელია მეც ვსაუბრობ. საქართველოში ბიზნესი არის ბევრად თავისუფალი და მისი განვითარებისათვის სახელმწიფოში კორუფციის დონე თითქმის არ არსებობს.
კარგით, მსოფლიო ბანკი და მე არავის აინტერესებს ვთქვათ და თქვენ უნდა მოგისმინოთ, მოგისმენთ ყურადღებით, ოღონდ დამიწერეთ კომპანიის სახელწოდება, რომელიც იყო სახელმწიფოსთან კორუფციაში გარეული.
დაწერეთ კომპანია, სახელი და გვარი ბიზნესმენის ვინც 2013 წლიდან დღემდე სახელმწიფომ დააზარალა, წავიკითხავთ ყველანი!!!
თქვენ დაწერეთ და მე გპირდებით, რომ ყველაფერს გავაკეთებ რათა პრემიერამდე მივიდეს აღნიშნული.
გისმენთ, ველოდები თქვენს ფაქტებს და არგუმენტებს.
პს: გვარამიას ტელევიზიით როგორც ხდება ზღაპრები მასე კი არა, რეალური ფაქტები მინდა.
არ გაქვთ? მაშინ ნუღარ ახდენთ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ნუ გიხარიათ ტყუილები, ზღაპრები და გამოგონილი ისტორიები. გაიხარეთ იმით, რაც ხდება პოზიტივი, რამ გაგაბოროტათ? არ გიხარიათ? ,,იმან თქვა, რომ ის ბიზნესი იმას ჩამოურთმევიათო” რომ ცხოვრობთ არ გრცხვენიათ? საქმე საქმეზე რომ მიდის, არ ვიცი იმან თქვაო-თი ამთავრებთ.” – წერს ირაკლი ლატარია”

„ჩემთვის მეტად სასიამოვნოა საუბარი საწარმოთა წლევანდელ კვლევაში საქართველოს შედეგების შესახებ. მსოფლიო მასშტაბით, საწარმოთა კვლევის ჯგუფი გაესაუბრა დაახლოებით 164 000 წამყვან მეწარმესა და კომპანიის გენერალურ დირექტორს 144 ქვეყანაში. საქართველოში გამოიკითხა 581 საწარმოს გენერალური დირექტორი და მეწარმე. 2019 წლის მარტიდან 2020 წლის იანვრამდე პერიოდში. კვლევის შედეგები ძალიან საინტერესოა. ხაზი უნდა გავუსვათ, რომ მეწარმეები, ფირმების დირექტორები, აქ, საქართველოში გაცილებით ნაკლებ დროს ხარჯავენ რეგულირების ტვირთის გამო საგადასახადო განაკვეთებთან და ადმინისტრაციულ საკითხებთან დაკავშირებით. ნებართვების აღება გაცილებით სწრაფად ხდება სხვა ქვეყნებთან შედარებით, და ზოგადად, ბიზნესგარემო გაცილებით ხელსაყრელია ვიდრე ბევრ სხვა ქვეყანაში,“ – აღნიშნა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა.

“საქართველოში ბიზნესგარემო გაცილებით ხელსაყრელია, ვიდრე ბევრ სხვა ქვეყანაში” – სებასტიან მოლინეუსი

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება