IMG.GE ___________________________________ IMG.GE

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული ნ.შ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, თბილისში დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით,  დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 25 აგვისტოს ნ.შ.-მ,
ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1981 წელს დაბადებულ გ.ბ.-ს, ცივი იარაღით,
მუცლის არეში ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ნ.შ. ცხელ კვალზე დააკავეს.
დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად არის ამოღებული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც
განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება