IMG.GE ___________________________________ IMG.GE

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის საბავშვო ბაღების აღსაზრდელების მშობლები საკვები პროდუქტების მიღებას 15 სექტემბრიდან პირველ ოქტომბრამდე შეძლებენ.

პირველი ოქტომბრიდან ბაღები დაიწყებს ფუნქციონირებას, თუმცა მინდა, მანამდე დავავალო ჩემს მოადგილეს, რომ 15 სექტემბრიდან პირველ ოქტომბრამდე განახორციელოთ საკვებით უზრუნველყოფა, როგორც ეს პანდემიის პირობებში გვქონდა გაკეთებული. ბაღის აღსაზრდელებს ჰქონდათ შესძლებლობა, ის რაციონი, რაც უნდა მიეღოთ ამ ორი კვირის განმავლობაში მაქსიმალურად უზრუნველყოთ, მოაწესრიგოთ, გქონდეთ კომუნიკაცია მშობლებთან და როგორც წინა შემთხევაში იყო, ჩალაგებული შესაბამის პარკებში, ჰქონდეთ შესაძლებლობა მშობლებს, სახლში წაიღონ“, – განაცხადა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.

 

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება