ციხის შიში დაძლია არა ნიკანორ მელიამ, არამედ „ქართულმა ოცნებამ“, ციხეებში აღარ ხდება ადამიანების წამება – ალუდა ღუდუშაური

157
წაკითხვა/ნახვა

ციხის შიში დაძლია არა ნიკანორ მელიამ, არამედ „ქართულმა ოცნებამ“, ციხეებში აღარ ხდება ადამიანების წამება  და არაადამიანური მოპყრობა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა მიხეილ სააკაშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, ციხე არის ის „აქილევსის ქუსლი“, რომელის გამოც „ნაციონალური მოძრაობა“ ჩამოიშალა.

„მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომ თურმე ნიკანორ მელიას ციხის შიში დაუძლევია, ამოვარდნილია ყოველგვარი კონტექსტიდან და ტყუილებით კვებავს თავის ვიწრო აგრესიულ ჯგუფს, რომელსაც ეუბნება, რომ ხან პარლამენტში უნდა შევიდე, ხან კარავში. ციხის შიში დაძლია არა ნიკანორ მელიამ, არამედ „ქართულმა ოცნებამ“. როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, ციხე გავათავისუფლეთ იმისგან, რომ ადამიანების წამება, არაადამიანური მოპყრობა ციხეებში აღარ ხდება. დიახაც, ციხეში ადამიანებს ექცევიან ნორმალურად, ისე, როგორც ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში. ამიტომ როდესაც ბატონი მიხეილ სააკაშვილი საუბრობს ციხესა და შიშზე, ეს არის მისი თანამდევი შედეგი. შიში რომ არ ჰქონდეს მას, აქამდე ჩამოვიდოდა და მართლმსაჯულების წინაშე წარსდგებოდა. მას მართლაც თუ აქვს თავისი სიმართლე დასამტკიცებელი, სასამართლოზე დაამტკიცებდა და არ შეეშინდებოდა, არ დაიმალებოდა და არ გაიქცეოდა ქვეყნიდან.

მიხეილ სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილზე ციხის ხსენებას მოვერიდებოდი. ციხე არის ის „აქილევსის ქუსლი“, რომელის გამოც „ნაციონალური მოძრაობა“ ჩამოიშალა და დაინგრა არა მარტო როგორც პოლიტიკური პარტია, არამედ როგორც ადამიანურად  და მორალურად. ციხე იყო მათი წამების და ადამიანების სასაკლაოდ გადაქცეული ადგილი. ამიტომ მიხეილ სააკაშვილის ეს განცხადება მორიგ ჯერზე ადასტურებს იმას, რომ როგორც ჩანს მას წარმოუდგენია, რომ ციხე უნდა იყოს ადამიანებისთვის წამების და არაადამიანური მოპყრობის ადგილი. მე მას ვურჩევდი, რომ ციხის და შიშის ხსენებაზე ორივე შემთხვევაში საკუთარ თავში ჩახედოს“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხელ სააკაშვილმა 18 მაისს განაცხადა, რომ ნიკა მელიამ ციხის შიში საერთოდ გააქრო.

„ვამაყობ, რომ ნიკა მელიას თანამებრძოლი ვარ, აღფრთოვანებული ვარ მისი გამბედაობით, ციხის შიში საერთოდ გააქრო“, – აღნიშნა სააკაშვილმა.

კომენტარები
მოწონება