Skip to content
03/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

უკრაინაში რუსეთის ომი, სავარაუდოდ, მოლაპარაკებით დასრულდება და არა ბრძოლის ველზე – გენერალი მარკ მილი

მარშალ პრესი 21/01/2023
მარკ მილი

აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელმა, გენერალმა მარკ მილიმ განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის ომი, სავარაუდოდ, მოლაპარაკებით დასრულდება და არა ბრძოლის ველზე.

„სამხედრო თვალსაზრისით, მე მაინც ვამტკიცებ, რომ წელს ძალიან რთული იქნება რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიის თითოეული სანტიმეტრიდან რუსული ძალების სამხედრო გზით განდევნა“, – აღნიშნა მარკ მილიმ.

„რაც შეიძლება მოხდეს არის თავდაცვის გაგრძელება, ფრონტის სტაბილიზაცია. ვფიქრობ, ამის მკაფიოდ გაკეთება შესაძლებელია. ვფიქრობ, [ეს] დამოკიდებულია აღჭურვილობის მიწოდებასა და მომზადებაზე. ვფიქრობ, ძალიან შესაძლებელია უკრაინელებმა განახორციელონ მნიშვნელოვანი ტაქტიკური ან თუნდაც ოპერატიული დონის შეტევითი ოპერაცია, უკრაინის რაც შეიძლება მეტი ტერიტორიის გასათავისუფლებლად“, – განაცხადა მარკ მილიმ.

Post navigation

Previous: ვინც შენ არ გაგახარა, იმას მე არ გავახარებ – მოკლული პოლიციელის შვილის ემოციური პოსტი მამას
Next: გერმანიის დაზვერვა შეშფოთებულია ბახმუტისთვის ბრძოლაში უკრაინის არმიის რიგებში დიდი დანაკარგების გამო – Der Spiegel

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.