IMG.GE ___________________________________ IMG.GE

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით საყურადღებოა მესტიის მუნიციპალიტეტი, ქობულეთთან და ყაზბეგთან დაკავშირებული შემთხვევები და გარდაბანი.

როგორც მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, შავიზღვისპირეთში ნებაყოფლობითი ტესტირება 466-მა ადამიანმა ჩაიტარა და მათგან არცერთი არაა დადებითი.

“პანდემია გრძელდება, დაძაბულობა დაახლოებით იგივე დონეზეა მთელს მსოფლიოში. ჩვენთან რეგიონში, უშუალოდ მეზობლებში, ვისთანაც გვაქვს საზღვარი, სიტუაცია კვლავ დაძაბულია, რამდენიმე ათასია რუსეთსა და თურქეთში ყოველდღიური შემთხვევების ოდენობა. სომხეთსა და აზერბაიჯანში ყოველდღიური შემთხვევები ერთი ასეულის ზემოთაა. დღევანდელი მონაცემებით, ჩვენ გვაქვს 1436 დადასტურებული შემთხვევა, 7-ია ახალი. 1150 -ია გამოჯანმრთელებული და ახალი დღეს არ დამატებულა. მესტიის მუნიციპალიტეტში გვაქვს სულ 72 დადასტურებული შემთხვევა, 36 უშუალოდ მესტიის მუნიციპალიტეტში, დანარჩენი მის გარეთ და ესენია მეორეული და მესამეული კონტაქტები. აქედან გამოკვეთილია ლენჯერის თემი. საკარანტინო ვადა დაუმთავრდა 85 %- ს და დაახლოებით 600-მდე ადამიანმა საკარანტინო სივრცეები უკვე დატოვა. დანარჩენს 2 სექტემბერს გასდის საკარანტინო რეჟიმის ვადა და ეს ორი ჩაკეტილი თემი გაიხსნება 2 სექტემბრიდან, თუმცა ლენჯერის თემში ტესტირების მეორე რაუნდი იქნება, რადგან მთლიანად ყველა მოქალაქე იყოს ტესტირებული”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება