Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის სამედიცინო და სოციალური მომსახურება გაიზარდა

მარშალ პრესი 20/01/2023
1

18 იანვარს, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამედიცინო და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე თამაზ ფოლოდაშვილი უძღვებოდა.

განიხილეს 2023 წლის 12 იანვარს მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამაში შესული ცვლილებები.

იმსჯელეს მოსახლეობისთვის საჭირო სოციალურ და ფინანსური დახმარების საკითხებზე. დაგეგმილია შემდეგი მომსახურებების გაზრდა:

– დაფინანსების ზედა ზღვარი იმ შემთხვევაში თუ ბენეფიციარს დარჩენილი აქვს 5000 (ხუთიათასი) ლარამდე გადასახდელი შეადგენს 2000 (ორი ათასი) ლარს, ხოლო 5000 (ხუთი ათასი) და მეტის შემთხვევაში 3000 (სამი ათასი) ლარს.

– აუტისტური სპექტრის და გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე პირთა დახმარება გაიზარდა 2000 (ორი ათასი) ლარით.

– თირკმლის ქრონიკული დაავადების მქონე, დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული პირების ფინანსური დახმარება გაიზარდა 200 (ორასი) ლარით.

– ცელიაკიით დაავადებული პირების ფინანსური დახმარება გაიზარდა კვარტალში 500 (ხუთასი) ლარით.

– მესამე და მომდევნო შვილის შეძენის გამო ერთჯერადი ფინანსური დახმარება ჩამოყალიბდა შემდეგი სახით:

მესამე შვილის შეძენის გამო – 300(სამასი) ლარის ოდენობით; ე.ბ) მეოთხე შვილის შეძენის გამო – 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით; ე.გ) მეხუთე და მეტი შვილის შეძენის შემთხვევაში – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით; ე.დ) ტყუპების (მესამე-მეოთხე და მეტი) შეძენის შემთხვევაში 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

– პროგრამას დაემატა საშენი მასალებით დახმარების მუხლი. აღნიშნული პროგრამის განხორციელებისთვის ბიუჯეტით გათვალისწინებულია 80 000 (ოთხმოციათასი) ლარი.

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ და ამავე კომისიის თავმჯდომარემ, თამაზ ფოლოდაშვილმა კომისიის წევრებთან ერთად სხდომაზე, ასევე, შემოსული განცხადებებიც განიხილა.

პროგრამის მოქმედების სფეროს და მისი მოსარგებლეების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მცხეთის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ გვერდზე-ბმულზე:

http://mtskheta.gov.ge/ka/additional/social-programs/p1

შეგახსენებთ, რომ 2022 წელს მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამით ისარგებლა 975 ბენეფიციარმა.

ამ მიმართულებით ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახარჯულმა თანხამ კი 1 278 750 ლარი შეადგინა.

Post navigation

Previous: აღვავლენთ ლოცვებს გარდაცვლილთა სულთა საოხად – პატრიარქის სამძიმრის წერილი საგარეჯოში მომხდარ ტრაგედიაზე
Next: საქართველოს ხელისუფლება, რომელმაც აქამდე მშვიდობა კბილებით მოიტანა, ომში ჩართვას არ დაუშვებს – თამარ ჩიბურდანიძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.