კახა კუჭავა ევროპარლამენტის პრეზიდენტს, დავიდ მარია სასოლის შეხვდა

217
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა ევროპარლამენტის პრეზიდენტს, დავიდ მარია სასოლის შეხვდა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა იმ გეგმაზე, რომელიც ევროკავშირის წევრობაზე 2024 წლის განაცხადის მომზადებას გულისხმობს. ევროპარლამენტის პრეზიდენტის განცხადებით, იგი მზად არის, საქართველოს არჩევნების ჩატარებიდან მოკლე დროში ეწვიოს. დავიდ მარია სასოლიმ კახა კუჭავას საქართველოს დასავლური ინტეგრაციისადმი მტკიცე მხარდაჭერა დაუდასტურა.

„გზავნილი ერთია, რომ საქართველო რაც შეიძლება მალე უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი. ამის ძალიან დიდი იმედია და ყველანაირი წინაპირობა. არის უკვე ნიშნები, რომ ამ პარლამენტმა შეძლოს დამტკიცება, რომ ჩვენ ნამდვილად ვართ ევროპული ტიპის საპარლამენტო რესპუბლიკა და ვიმსახურებთ ევროკავშირში წევრობას“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება