Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

„ღრმად პატივცემულო და აწ უკვე ვადაგასულო ქალბატონო ელჩო, უნდა გეფიქრათ, რომ ქართველი ერის სახელით საუბარი, როგორც მინიმუმ, უკულტურობაა“ – ანდრია გვიდიანი

მარშალ პრესი 20/01/2023
ანდრია გვიდიანი

ექსპერტი ანდრია გვიდიანი აშშ-ის ელჩის – კელი დეგნანის განცხადებას გამოეხმაურა.

“ღრმად პატივცემულო და აწ უკვე ვადაგასულო ქალბატონო ელჩო,

1) მიუხედავად თქვენი მწირი დიპლომატიური გამოცდილებისა, ალბათ, მაინც უნდა გეფიქრათ, რომ ქართველი ერის სახელით საუბარი, როგორც მინიმუმ, უკულტურობაა.

2) ფრენების აღდგენა და დეოკუპაცია ერთმანეთს არ გამორიცხავს და ორი აბსოლუტურად განსხვავებული საკითხია. მით უმეტეს, ამ ორ საკითხს შორის არჩევანის გაკეთება, სამწუხაროდ, მხოლოდ ქართველი ხალხის ნება-სურვილზე დამოკიდებული არ არის – ეს კარგად მოგეხსენებათ, ალბათ.

3) ქართველი ხალხის სურვილებზე თუ მიდგა საუბარი, შეგახსენებთ, რომ ქართველების უდიდესი სურვილია აშშ-თან უვიზო მიმოსვლა და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმება, რომელზეც, სამწუხაროდ, არსებითი შედეგი, უკვე 30 წელია, არ დამდგარა. ეს – ისე, ინფორმაციისთვის რომ გქონდეთ.

თქვენ მალე მიბრძანდებით საქართველოდან და, როცა საკუთარ სამშობლოში დაბრუნდებით, იქნებ, ქართველი ხალხისგან ეს სურვილი გადასცეთ ვინმე გადაწყვეტილების მიმღებ პირს”, – წერს გვიდიანი.

Post navigation

Previous: ძალიან აქტუალური ფიქრები ჰქონია ქალბატონ ელჩს – გოგა ხაინდრავა
Next: 1 იანვრიდან ოზურგეთის მერიამ ძუძუს კიბოს დიაგნოზის მქონე ქალებისთვის მედიკამენტების თანადაფინანსება დაიწყო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.