Skip to content
16/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • სამართალი

თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის საქმე – ორ პირს პატიმრობა შეეფარდა

მარშალ პრესი 11/04/2022
პროკურატურა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2 აპრილს, ქ. თბილისში, კოსტავას პირველ შესახვევში მდებარე სს „საგზაო კომპანია თბილისის“ ოფისის ერთ-ერთ ოთახში, აღნიშნული კომპანიის დირექტორთან გ.ქ.-სთან და მის მეგობრებთან – ვ. გ. და კ. ქ -სთან სასაუბროდ მივიდნენ მათი ნაცნობები – დ. მ., ვ. მ., მ. მ., ა. ბ., ო. რ., და გ. გ., ასევე მათი პირადი დაცვის წევრები – კ. მ., გ.ა., გ.პ., ლ.გ. და დ. ც., და თანმხლები პირები – ლ.კ., გ.გ., გ.ა., გ.მ., ო.ბ., ხ.ც. და შ.გ. შეხვედრის მიმდინარეობისას, მხარეებს შორის შეკამათება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც, კომპანიის დირექტორმა, დაპირისპირებაში მყოფი პირების მიმართულებით იარაღიდან რამდენიმეჯერ გაისროლა, რის შედეგადაც ო.ბ.-მ, მ.მ.-მ და დ.ც.-მ სიცოცხლისთვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები მიიღეს.

აღნიშნული დაპირისპირების დროს, პირადი დაცვის ერთ-ერთმა წევრმა, კ.მ.-მ განზრახ მოკვლის მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმეჯერ ესროლა კ.ქ.-ს, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ა.ბ.-მ და გ.მ.-მ იცოდნენ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის შესახებ, თუმცა სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინეს.

სამართალდამცველებმა ა.ბ.და გ.მ. 8 აპრილს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მეორე ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს და აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდათ პატიმრობა.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, ამ დროისთვის ბრალი 7 პირს წარედგინა და მათ მიმართ გამოყენებულია პატიმრობა, ასევე, 376-ე მუხლის მეორე ნაწილით დაკავებულია კიდევ ერთი პირი.

სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენის და დაკავების მიზნით.

Continue Reading

Previous: პარლამენტის წევრი ისკო დასენი განცხადებას ავრცელებს
Next: საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი გადმოეცა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025