IMG.GE ___________________________________ IMG.GE

რუხის საუნივერსიტეტო კლინიკაში კოვიდინფიცირებული შუახნის კაცი მოათავსეს.

საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, მაიკო ჯანაშიას ინფორმაციით, კოვიდინფიცირებული დაბა მესტიიდან გვიან ღამით შემოიყვანეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

ამავე საავადმყოფოში დღეს კორონავირუსისგან 6 პაციენტი გამოჯანმრთელდა. მათი გაწერა დღეს იგეგმება.

კლინიკაში დღეისთვის 11 პაციენტი რჩება. ყველა მათგანი მესტიას უკავშირდება.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1436 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1150-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

 

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება