Skip to content
01/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ეს არის პოლიციელი, რომელიც საგარეჯოში სროლისას დაიღუპა

მარშალ პრესი 20/01/2023
ოთარ ღვინაშვილი

ეს არის პოლიციელი ოთარ ღვინაშვილი, რომელიც 20 იანვრის ღამეს, საგარეჯოში დაწყებული სროლისას მოკლეს. ის ერთ-ერთ ადამიანს გადაეფარა, რა დროსაც ტყვია მას მოხვდა და საავადმყოფოში გადაყვანამდე გარდაიცვალა.

ოთარ ღვინაშვილი 37 წლის იყო.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და განცხადებას ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს უფროსი დეტექტივი, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი ოთარ ღვინაშვილი საგარეჯოში, ერთ-ერთი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის ეზოდან სროლის შესახებ მიღებულ გამოძახებაზე კოლეგასთან ერთად გამოცხადდა.

თავდამსხმელმა პოლიციელებს ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინიდან ცეცხლი გაუხსნა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი, ოთარ ღვინაშვილი გარდაიცვალა.

საგარეჯოში მომხდარის შედეგად გარდაცვლილია პოლიციის თანამშრომელი, 4 მოქალაქე და ასევე, თავდამსხმელი.

სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო ხუთმა პირმა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით გრძელდება“, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Post navigation

Previous: ვახტანგ გომელაური საგარეჯოში მომხდარი მკვლელობის დეტალებზე საუბრობს (ვიდეო)
Next: შეძრწუნებული ვარ საგარეჯოში მომხდარი შემზარავი ტრაგედიით – კახა კალაძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.