IMG.GE ___________________________________ IMG.GE

ქუთაისის ინფექციურ კლინიკას კორონავირუსით ინფიცირებული 3 პაციენტი დაემატა. კლინიკის ინფორმაციით, პაციენტები ე.წ. სვანეთის კლასტერიდან არიან. მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. კლინიკის მთავარი ექიმის თემურ ნადირაძის განცხადებით, მათ კვლევები უტარდებათ.

კლინიკაში ამ დროისთვის 21 კოვიდდადებითი პაციენტი მკურნალობს.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება