გუშინ ჩვენი არხით გავრცელდა ინფორმაცია და ფოტოც, რომ გელათში ფრესკები დაწებებულია წებოვანი ლენტით – ნიკა გვარამია

463
წაკითხვა/ნახვა

“მთავარი არხი”-ს გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ეხმიანება მათ არხზე გასულ ინფორმაციას გელათში, წებოვანი ლენტით დამაგრებულ ფრესკებთან დაკავშირებით, რასაც ამ დარგის ერთ-ერთი სპეციალისტი გამოეხმაურა.

“გუშინ ჩვენი არხით გავრცელდა ინფორმაცია და ფოტოც, რომ გელათში ფრესკები დაწებებულია წებოვანი ლენტით. აღნიშნული ინფორმაცია გავრცელდა მხოლოდ ფაქტის კონსტატაციის სახით, თუმცა გელათში შექმნილი ზოგადი მდგომარეობის ნეგატიური კონტექსტის გათვალისწინებით, შეიძინა მკაფიოდ ნეგატიური კონოტაცია.

ჩვენ არ ვართ რესტავრირების სპეციალისტები და არ გაგვაჩნია მსგავს ფაქტებში ექსპერტიზა და საკმარისი ცოდნა. მივმართეთ ამ საკითხზე კომპეტენტურ ორგანოს და ვერ მივიღეთ ვერანაირი პასუხი ვერც ამ კონკრეტულ საკითხზე და ვერც გელათში შექმნილ ვითარებაზე ზოგადად.

დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ აღნიშნული ლენტები გამოიყენება სარესტავრაციო საქმეში და შესაძლოა გელათშიც ეს იყოს მათი დანიშნულება. მოხარული ვიქნებით, თუ ეს ასეა და მივიღებთ ამის თაობაზე შესაბამის დადასტურებას კომპეტენტური ორგანოსგან და ასევე განმარტებებს ექსპერტებისგან.”- წერს ნიკა გვარამია.

კომენტარები
მოწონება