Skip to content
01/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • შემთხვევა

საგარეჯოში მოკლულებსა და დაჭრილებზე შსს განცხადებას ავრცელებს

მარშალ პრესი 20/01/2023
შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები მობილიზებული არიან საგარეჯოს რაიონში და სპეციალურ ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებს ახორციელებენ.

“პირველადი ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან მოქალაქის მხრიდან განხორციელდა რამდენიმე გასროლა, რის შედეგადაც გარდაიცვალა და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი რამდენიმე ადამიანი.

ბრალდებულმა პირმა ასევე, ცეცხლი გაუხსნა ადგილზე გამოძახებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, რომელთაგანაც ერთ-ერთი გარდაიცვალა.
ამ წუთებში, შემთხვევის ადგილზე პოლიციის დამატებითი ჯგუფები არიან მობილიზებული და ბრალდებულის დაკავების მიზნით ოპერატიულ-საგამოძიებო ღონოსძიებებს ატარებენ. სპეციალური ოპერაციის დეტალების შესახებ და ასევე დაჭრილების და გარდაცვლილების შესახებ, დამატებითი ინფორმაციას მოგვიანებით გავავრცელებთ.”– ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

Post navigation

Previous: ვრცელდება ინფორმაცია, რომ საგარეჯოში რამდენიმე ადამიანია მოკლული, მათ შორის პოლიციელი
Next: არსებული ინფორმაციით, საგარეჯოში შეიარაღებულმა პირმა სპეცოპერაციის დაწყებისთანავე თავი მოიკლა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.