IMG.GE ___________________________________ IMG.GE

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე კომპანიის ხელმძღვანელი პასუხისგებაში მისცა, – ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქვემო ქართლის რეგიონში, სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის პროცესში, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე პასუხისგებაში მისცეს კომპანიის ხელმძღვანელი.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომლის კომპანიასაც არ გააჩნდა შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დაწესებული, ტენდერში მონაწილე პრეტენდენტისათვის სავალდებულო შესაბამისი სამუშაოების განხორციელების გამოცდილება, გააყალბა აღნიშნული გამოცდილების დამადასტურებელი ხელშეკრულებები, სამუშაოების შესრულებისა და მიღება-ჩაბარების აქტები, რომლებიც შემდგომ წარუდგინა სატენდერო კომისიას.

აღნიშნული კატეგორიის დანაშაული ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 6 წლამდე ვადით.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება