Skip to content
03/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია “ACWA Power”-ის პრეზიდენტსა და გენერალურ დირექტორს პედი პადმანათანს შეხვდა

მარშალ პრესი 19/01/2023
325637448_706214807779215_2839167347524766500_n

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია “ACWA Power”-ის პრეზიდენტსა და გენერალურ დირექტორს პედი პადმანათანს შეხვდა.

დავოსში გამართულ შეხვედრაზე საინვესტიციო შესაძლებლობები და ენერგეტიკის სექტორში პოტენციური პარტნიორული პროექტები განიხილეს. პრემიერ-მინისტრმა ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემოსა და რესურსების უკეთ გასაცნობად კომპანიის წარმომადგენლები საქართველოში მოიწვია.

“ACWA Power”-ი ელექტროენერგიის გამომუშავების წამყვანი კერძო დეველოპერია, რომელიც ასევე ავითარებს მსოფლიოში პირველ მასშტაბურ მწვანე წყალბადის პროექტს. კომპანიის სათავო ოფისი საუდის არაბეთში მდებარეობს. კომპანიაში 3500-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული და 75 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი საინვესტიციო ღირებულების აქტივების პორტფელი აქვს ახლო აღმოსავლეთის, აფრიკის, ცენტრალური აზიისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის 13 ქვეყანაში.

Post navigation

Previous: უკრაინაში ომი არის კატასტროფა მთელი რეგიონისთვის, ამ ომმა დაგვანახა, რომ უნდა მოხდეს ეკონომიკების დივერსიფიკაცია, ომამდე ნაკლები ყურადღება ექცეოდა შუა დერეფანს, ახლა ყურადღება გააქტიურდა
Next: მიმიფურთხებია ეგეთი ფულისა და ძალაუფლებისთვის. ბოდიში, მაგრამ უბრალოდ არ მჯერა თქვენი – ზვიად კუპრავა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.