Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი წამყვანი საზღვაო ტერმინალის ოპერატორი კომპანიის – DP World-ის თავმჯდომარესა და აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

მარშალ პრესი 19/01/2023
325887948_881800806193385_7057438313289978672_n
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წამყვანი საზღვაო ტერმინალის ოპერატორი კომპანიის – DP World-ის თავმჯდომარესა და აღმასრულებელ დირექტორს სულთან აჰმედ ბინ სულეიმს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა პორტებისა და თავისუფალი ინდუსტრიული ზონების განვითარების მიმართულებით საქართველოში არსებულ რესურსებზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს.
ირაკლი ღარიბაშვილმა სულთან აჰმედ ბინ სულეიმი ქვეყანაში არსებული რესურსებისა და ბიზნესგარემოს უკეთ გასაცნობად საქართველოში მოიწვია. DP World-ი ლოგისტიკური კომპანიაა, რომელიც დაფუძნებულია დუბაიში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. კომპანიის შემოსავალმა 2021 წელს 10.7 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. DP World-ს მსოფლიოში 78 მოქმედი საზღვაო და შიდა ტერმინალის პორტფელი აქვს და მასში 56000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.

Post navigation

Previous: დავა სტრასბურგში – მაჩალიკაშვილები საქართველოს წინააღმდეგ სახელმწიფოს გამარჯვებით დასრულდა
Next: ნანუკა ჟორჟოლიანი “ნაც.მოძრაობის” ამომრჩეველი აღარ არის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.