Skip to content
13/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სახელმწიფომ ამ მძიმე დავაში გაიმარჯვა – თამთა მეგრელიშვილი

მარშალ პრესი 19/01/2023
თამთა მეგრელიშვილი

სტრასბურგის სასამართლომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა და თემირლან მაჩალიკაშვილისათის სიცოცხლის უფლების დარღვევა სახელმწიფოს მხრიდან არ დაადგინა, კერძოდ “თემირლან მაჩალიკაშვილი სასიკვდილოდ დაიჭრა სპეცოპერაციის დროს, როდესაც სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის წევრები ცდილობდნენ, ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი დამაჯერებელი ვერსიის შესაბამისად, განეიარაღებინათ და დაეკავებინათ ის – წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ლამის ქვეყნის გადატრიალების საფუძვლად იქცა სამართლებრივად სახელმწიფოს ინტერესების სასარგებლოდ დადგინდა და დამტკიცდა.

„2017 წლის 26 დეკემბერს სოფელ დუისში თემირლან მაჩალიკაშვილის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული სპეციალური ოპერაციის დროს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის თანამშრომელს (სპეცრაზმელს) უფლებამოსილებისთვის არ გადაუმეტებია და იგი მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, საფრთხე იყო რეალური, იმწუთიერი და მისი მოქმედების მიზანი საფრთხისგან მისი და მისი თანამშრომლების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა იყო.

ამ ყოველივეს გასაზიარებლად ევროპულმა სასამართლომ განაცხადში დაყენებულ ყველა მუხლთან დაკავშირებით კითხვებით მიმართა მთავრობას და მოითხოვა თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის მოსპობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების მასალების, მათ შორის სპეცოპერაციის დაგეგმვასა და განხორციელებასთან დაკავშირებული დოკუმენტების წარდგენა რაც მათი მოთხოვნისამებრ მყისიერად შესრულდა, მიეწოდა.

სტრასბურგის სასამართლომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა და თემირლან მაჩალიკაშვილისათის სიცოცხლის უფლების დარღვევა სახელმწიფოს მხრიდან არ დაადგინა, კერძოდ “თემირლან მაჩალიკაშვილი სასიკვდილოდ დაიჭრა სპეცოპერაციის დროს, როდესაც სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის წევრები ცდილობდნენ, ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი დამაჯერებელი ვერსიის შესაბამისად, განეიარაღებინათ და დაეკავებინათ ის. გონივრული ეჭვის მიღმა, არ არსებობს საკმარისი მტკიცებულება იმისა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის სიკვდილზე პასუხისმგებლობა სახელმწიფოს დაეკისროს. აღნიშნული საქმის კონკრეტულ გარემოებებში, სასამართლომ, შესბამისად, ვერ დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევა“.

კიდევ ერთხელ თანვუგრძნობ მომხდარს გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახს. მინაწერი: ეს მძიმე საკითხი რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან ლამის ქვეყნის გადატრიალების საფუძვლად იქცა სამართლებრივად სახელმწიფოს ინტერესების სასარგებლოდ დადგინდა და დამტკიცდა. სახელმწიფომ ამ მძიმე დავაში გაიმარჯვა – თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გადაწყვეტილებით თემირლან მაჩალიკაშვილისათის სიცოცხლის უფლების დარღვევა სახელმწიფოს მხრიდან არ დაადგინა.“ – წერს მეგრელიშვილი facebook – ზე.

Post navigation

Previous: სტრასბურგის სასამართლომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა
Next: დავა სტრასბურგში – მაჩალიკაშვილები საქართველოს წინააღმდეგ სახელმწიფოს გამარჯვებით დასრულდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.