გვარამიას ნათქვამი მოგწონთ და პატრიარქის თანამოსაყდრის სიტყვის არ გჯერათ და არ მოგწონთ? – ნიკოლეიშვილი

536
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს;

“ოღონდ სააკაშვილი გარეთ გამოვიდეს, ოღონდ ისევ არეულობა და დესტაბილიზაცია იყოს ქვეყანში, ყველაფერზე მიდიან “ნაციონალები” და მათი მთავარი პროპაგანდისტი გვარამია: ჯერ იყო და ჯალათი ბელადის მხარდაჭერები მოაგროვეს თბილისში, ახლა კი ჩვეულ რეჟიმში საპატრიარქოს, პატრიარქსა და მის თანამოსყდრეს, მეუფე შიოს მოუბრუნდნენ-ქრისტიანული სწავლებისა და ქადგების კრიტიკა დაიწყეს. ეკლესიის წინააღმდეგ მათი ბრძოლა არ ახალია, ძველია-მაგრამ აქ მთავარი ის არის, რომ მეუფე ამბობს -ბოროტება სამართლიანი სასჯელით უნდა აღიჯვეთოსო! სამაგიეროდ მოსწონთ და აგულიანებენ სააკაშვილის მხარდამჭერებს: მხატვრებს, მწერლებს, მომღერლებს, მოცეკვავეებს, მოტირალ ფანატიკოს გოგონებს, მღვდლებს-ფაქტიურად ყველა ერთად იწონებს, პეტიციაზე ხელს აწერს და პასუსმგებლობასაც იღებს იმ ბოროტებებზე, რასაც სააკაშვილი ჩადიოდა და ამას გვარამიას ბრძანებით აკეთებთ? გვარამიას ნათქვამი მოგწონთ და პატრიარქის თანამოსაყდრის სიტყვის არ გჯერათ და არ მოგწონთ? ახლა უფრო მეტად გასაგებია ეს ყველაფერი-იმას რასაც სააკაშვილი აკეთებდა, კიდეც მოგწონდათ და კიდეც ხელს უწყობდით-ირიბად თუ პირდაპირ თვითონ გადაწყვიტეთ!” – წერს ნიკოლეიშვილი

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება