იუსტიციის სამინისტროში მიხეილ სააკაშვილის უფლებრივი და ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის ჯგუფის წევრების შეხვედრა მიმდინარეობს

133
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

იუსტიციის სამინისტროში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილი უფლებრივი და ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის ჯგუფის წევრების შეხვედრა მიმდინარეობს.

ამ ჯგუფში შედიან იუსტიციის მინისტრი, ჯანდაცვის მინისტრი, სახალხო დამცველი და პარლამენტის წევრები – მიხეილ სარჯველაძე და დიმიტრი ხუნდაძე.

ამასთან, შეხვედრას ესწრებიან ექიმები, რომლებიც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას სწავლობენ.

კონსილიუმის ერთ-ერთმა წევრმა ექიმმა შეხვედრაზე შესვლამდე განაცხადა, რომ მათ გასცეს რეკომენდაცია პროფილაქტიკის მიზნით სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის თაობაზე.

ცნობისათვის, დღეს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად ექიმები შევიდნენ. მიხეილ სააკაშვილი მე-19 დღეა შიმშილობს.

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება