IMG.GE ___________________________________ IMG.GE

საქმის მასალებს გავეცნობი. უფრო იმიტომ წამოვედი, რომ დეა იკითხება აქ. წინა დღეებში სიცხე ჰქონდა, ნერვიულობამაც იცის სიცხეები. ჩემთან საერთოდ არ მოვიდა და არც შემეხმიანა. დედა და ძმა მომიგზავნა, თვითონ მოსვლის შეეშინდა ე.ი. რაღაცას მალავს და რაღაც იცის, – ამის შესახებ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა, თბილსისი პროკურატურაში შესვლამდე განაცხადა. ის უწყებაში, ადვოკატთან, მიხეილ რამიშვილთან ერთად მივიდა. თამაზაშვილის თქმით, მას აინტერესებს, რას ყვება გამოძიებასთან მისი შვილის მეგობარი დეა კაპანაძე.

დედამისმა მითხრა, უნდა მოვამზადოო ჩემთან შესახვედრად. როცა თამუნასთან ერთად მოდიოდა, მაშინ რატომ არ სჭირდებოდა მომზადება? არ ვიცი, რაღაცა იცის და მალავს. ადრე თუ გვიან გავიგებთ, მნიშვნელოვანია თუ უმნიშვნელო. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ რაღაცას მალავს და ჩემს შეგრძნებებს აქამდე არ უმტყუნია. დეას ჩვენებას უნდა გავეცნო და უფრო ამიტომ მოვედი. ხვალ ორმოცია, მე ამის დრო არ მქონდა, მაგრამ მაინც გადავდე ყველაფერი და წამოვედი“, – განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

ოჯახის ადვოკატის განცხადებით, საქმის მასალების გაცნობასთან ერთად, ისინი ექსპერტიზის დასკვნის თაობაზე გარკვეულ ინფორმაციას გამოძიებასთან შეაჯერებენ.

საქმის მასალებს ვეცნობი. ველოდები იმ სამი ჯიპის მარშრუტის დადგენას – როგორ გადაადგილდებოდნენ, როგორ შეცვალა თავისი მარშრუტი და დაბრუნდა უკან, ჰქონდა თუ არა კვეთა თამუნას მარშრუტთან.

ამავდროულად, ექსპერტიზის დასკვნებთან დაკავშირებით გარკვეული პოზიციები შეიცვალა. ამის თაობაზე გამოძიებას საქმის კურსში ჩავაყენებთ, იქნება გარკვეული სიახლეები, რაც შეთანხმდება გამოძიებასთან და შემდგომ საზოგადოებას გავაცნობთ”, – აღნიშნა რამიშვილმა.

 

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება