Skip to content
21/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, მივმართავ ჩვენს შრომისუნარიან, აქტიურ, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს – ირაკლი ღარიბაშვილი

მარშალ პრესი 11/04/2022
ირაკლი ღარიბაშვილი

მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო, მივმართო ჩვენს შრომისუნარიან, აქტიურ, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, რომლებიც უკვე ინტენსიურად ერთვებიან დასაქმების პროგრამაში, საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამაში 20 000-მდე აპლიკაციაა შემოსული, მათი მზაობა არის დაფიქსირებული და კიდევ უფრო მეტი უნდა შემოვიდეს, ჩვენი მიზანი საბოლოოდ არის ის, რომ 200 000 ახალი სამუშაო ადგილი შევქმნათ,– ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, 2-3 წლის განმავლობაში ეს მიზნობრივი მაჩვენებელი მიღწევადია.

„200 000 საზოგადოებრივი სამუშაო ადგილი – ეს შეიძლება წელს ვერ მოესწროს, მაგრამ 2-3 წლის განმავლობაში ეს მიზნობრივი მაჩვენებელი არის მიღწევადი, მე ვფიქრობ. წელს დიდი სურვილი გვაქვს, რომ 50 000 ადამიანი დავასაქმოთ. ახლა ვიწყებთ მშენებლობების მასშტაბურ პროექტებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მთავრობის სხდომის შემდეგ მინისტრებთან ერთად, სამინისტროების მიხედვით გავივლით ჩვენ იმ პროექტებს, რომლებიც გვაქვს დაგეგმილი და შეიქმნება მეტი სამუშაო ადგილი, მეტი მოთხოვნა გაჩნდება და კიდევ ერთხელ მინდა მივმართო ჩვენს მოქალაქეებს, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში ჩავერთოთ ამ პროგრამაში,“- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

Continue Reading

Previous: საკოორდინაციო საბჭომ პროცესი სწორედ მართა და კოვიდი პრაქტიკულად დამარცხებულია – ირაკლი ღარიბაშვილი
Next: “დონი” იმუქრება, რომ კიევს აიღებს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025