IMG.GE ___________________________________ IMG.GE

გოგოს, რომელსაც შეყვარებულმა 2 თვის წინ ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა, საზოგადოების დახმარება სჭირდება.

24 წლის სევა შამოიანს, კანის გადანერგვის ერთი ოპერაცია უკვე გაუკეთდა. მისი  გამოჯანმრთლებისთვის სულ მცირე 20 ათასი ლარია საჭირო.  მის ოჯახს და ახლობლებს კი   საკმარისი ფინანსური რესურსი აღარ აქვთ.

მოგეხსენებათ, რეანიმაციის და საავადმყოფოს ხარჯები, თუ რამდენს შეადგენს ყოველდღიურად. სახელმწიფოსა და თბილისის მერიის დაფინანსებით მკურნალობის ნაწილი, 25000 ლარი დაიფარა. თუმცა, ამ დრომდე საავადმყოფოში დავალიანება რჩება 20 000 ლარზე მეტი, რაც ყოველდღიურად იზრდება, რადგან სევას კვლავ სჭირდება მკურნალობა და კანის გადანერგვის ოპერაცია.

სევას ჩვენი დახმარება სჭირდება , რომ კვლავ დადგეს მყარად ფეხზე, იყოს უფრო ძლიერი და ყველას დაუმტკიცოს, რომ ასეთი სისასტიკის მიუხედავად ქალებს შეუძლიათ ძალადობისგან თავის დაღწევა და გადარჩენა,“- წერს “ფეისბუქ” მომხმარებელი „სევასთვის“ შექმნილ ჯგუფში.

შეგახსენებთ, 29 ივნისს ყოფილმა შეყვარებულმა  ახალგაზრდა ქალის  დაწვა სცადა. შემთხვევა თბილისში მოხდა.

ანგარიშის ნომრები:

საქართველოს ბანკი:

GE27BG0000000365869289მიმღები- ირინე შამოიანი (დედა)

თიბისი ბანკი:

GE79თB7825736010100017მიმღები- ირინე შამოიანი (დედა)

ლიბერთი ბანკი:

GE13LB0711116423039000GELმიმღები- ირინე შამოიანი

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება