IMG.GE ___________________________________ IMG.GE

ისრაელის საელჩოსა და MASHAV-ისთვის (ისრაელის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტო) დიდი პატივია, რომ მხარს დაუჭერენ პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის სატელევიზიო მომსახურებების განვითარება-გაუმჯობესებას, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ისრაელის საელჩო ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტი ინიცირებული იყო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ, რომელსაც შემდგომ საფუძველი ჩაუყარა გაეროს ბავშვთა ფონდმა საქართველოში (UNICEF Georgia) და მაკლეინის ასოციაციამ ბავშვებისთვის (MAC Georgia).

„Beit Issie Shapiro არის ორგანიზაცია ისრაელში, რომელიც ითვლება გლობალური ლიდერად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებზე ზრუნვის სფეროში და სწორედ ის შეარჩია UNICEF Georgia-მ ამ პროექტის ექსპერტ-კონსულტანტად. Beit Issie Shapiro-ს უდიდესი გამოცდილებისა და უნიკალური ექსპერტული ცოდნის საფუძველზე მოხდება როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი სტრატეგიების შემუშავება, რომლებიც უზრუნველყოფენ მოწინავე და დახვეწილი სატელევიზიო მომსახურებების მიწოდებას ბავშვებისა და მათი ოჯახებისთვის საქართველოში.

ისრაელის საელჩო და MASHAV-ი დიდ მადლობას უხდიან UNICEF Georgia-სა და საქართველოს მთავრობას, რომ მიეცათ შესაძლებლობა ამ მნიშვნელოვან პროექტში თავიანთი წვლილი შეეტანათ“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება