Skip to content
03/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები გურიაში სტიქიის შედეგების გასაცნობად იმყოფებოდნენ

მარშალ პრესი 17/01/2023
325956229_2234653776739043_3368396641565355174_n

საქართველოს პრემიერ – მინისტრის დავალებით სტიქიის შედეგების გასაცნობად გურიაში იმყოფებოდნენ მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი.

ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები გურიაში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ურუშაძესთან ერთად, ლანჩხუთში ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებულ ინფრასტრუქტურას ადგილზე გაეცნენ და არსებული მდგომარეობა შეისწავლეს, ასევე შეხვდნენ სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებს.

,,გურიაში სამივე მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა, ასევე, დიდი ზიანი მიაყენა ინფრასტრუქტურას. პრობლემები და გამოწვევები არის ანალოგიური, ისეთივე როგორიც იმერეთსა და სამეგრელოში. კერძოდ, მოსახლეობის უმეტესობას, დაახლოებით 600-მდე მაცხოვრებელს გურიაში დაუზიანა საცხოვრებელი სახლის სახურავი. ასევე, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. მინდა განვუმარტო მოსახლეობას, რომ არც ერთი სტიქიის შედეგად დაზარალებული მაცხოვრებელი, რომელსაც დაუზიანდა საცხოვრებელი სახლი არ დარჩება მთავრობის მხრიდან დახმარების აღმოჩენის გარეშე,” – განაცხადა ლერი ბარნაბიშვილმა.

,ოთხდღიანი ძლიერი ქარის შედეგად გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი. დაზიანებულია დაახლოებით 681 შენობა და სავარაუდო ზარალი არის 5 მილიონი ლარი.

საქართველოს მთავრობის მყისიერი რეაგირებით ჩვენ უკვე დავიწყეთ გარკვეული მიმართულებებით ზარალის კომპენსირება და პროცესი გაგრძელდება მანამ, სანამ თითოეული ინფრასტრუქტურა არ იქნება აღდგენილი“,- განაცხადა  გიორგი ურუშაძემ.

შეხვედრა გაიმართა, ასევე, რეგიონის მერებთან, სადაც სამივე მუნიციპალიტეტში ქარისგან მიყენებული ზარალის შედეგებსა და მათ აღმოფხვრაზე იმსჯელეს.

Post navigation

Previous: აღმოჩნდა, რომ გიორგი ვაშაძის ოჯახი ბინას რუსეთის მოქალაქეებზე აქირავებს (ვიდეო)
Next: მე რა მორალით უნდა დავაჯერო ნებისმიერი ამომრჩეველი, რომ ჩვენ ვართ ის პოლიტიკური პარტია, რომელიც მსგავს მანკიერებებს არასოდეს გაიმეორებს და ჩაიდენს – ნიკა მელია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.