IMG.GE ___________________________________ IMG.GE

„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა ინფორმაცია კიდევ ერთი ტრაგიკული შემთხვევის შესახებ – შუახნის მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით მას შემდეგ დაასრულა, რაც შვილი დაასაფლავა.

18 აგვისტოდან 25 აგვისტომდე ოჯახს ორი გარდაცვლილი ჰყავს, ისინი მამა-შვილი ხაჩიძეები არიან.

გასულ კვირას, 18 აგვისტოს, სახლიდან გავიდა 31 წლის ვეფხია ხაჩიძე და გაუჩინარდა.

ხაჩიძის მამა აცხადებდა, რომ მისი შვილი სახლიდან გასვლის დროს ნასვამი არ ყოფილა და არც რაიმე პრობლემა ჰქონია.

რამდენიმე დღიანი სამძებრო მოქმედებების შედეგად, მტკვარში 20 აგვიტოს ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს.

ცხედრის იდენტიფიცირებით დადგინდა, რომ ის ვეფხია ხაჩიძე იყო.

მამა შვილის დაკრძალვას დაელოდა. 31 წლის ახალგაზრდა 24 აგვისტოს დაასაფლავეს და მალევე მამამ თავი ჩამოიხრჩო.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

წყარო – “პრაიმტაიმი”

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება