IMG.GE ___________________________________ IMG.GE

ბოლო ერთი თვის განმავლობაში ყოველდღიურად საშუალოდ 4830 PCR-ტესტს ვატარებთ. იყო დღეები, როდესაც 5-6 ათას ტესტს ვატარებდით. მთლიანად ქვეყანაში უკვე ჩატარებულია 350 000 PCR-ტესტი, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პარალელურად გამოიყენება სწრაფი, ანტიგენზე და ანტისხეულზე დამყარებული ტესტები, რომლებსაც სპეციალისტები ძირითადად საზღვრებზე შემოსულ მძღოლთა სწრაფი კონტროლისთვის გამოიყენებენ.

„ბოლო ერთი თვის განმავლობაში ყოველდღიურად საშუალოდ 4830 PCR-ტესტს ვატარებთ. იყო დღეები, როდესაც 5-6 ათას ტესტს ვატარებდით. მთლიანად ქვეყანაში უკვე ჩატარებულია 350 000 PCR-ტესტი. პარალელურად, ვიყენებთ სწრაფ, ანტიგენზე და ანტისხეულზე დამყარებულ ტესტებს, რომლებიც ძირითადად გამოიყენება საზღვრებზე შემოსულ მძღოლთა სწრაფი კონტროლისთვის. იქ ვიყენებთ კომბინირებულ, ანტიგენზე და ანტისხეულზე დამყარებულ ტესტებს, რომელთა რიცხვმა უკვე 224 ათასს გადააჭარბა. თუ ტესტის პასუხი საეჭვო ან დადებითია, ადამიანს უტარდება PCR-ტესტიც. ამასთან ერთად, გაფართოებული ტესტირება მიმდინარეობს ქვეყნის რამდენიმე წერტილში. მესტიის მუნიციპალიტეტში ხვალ და ზეგ უმთავრდებათ საკარანტინო ვადა იმ პირებს, რომლებიც თვითიზოლაციაში ან კარანტინში იყვნენ. მათ უმრავლესობას, 80-85%-ს უკვე ჩაუტარდა განმეორებითი ტესტი და ყველა პასუხი უარყოფითია. ამ ადამიანებმა უკვე დატოვეს საკარანტინო სივრცეები, დარჩენილ 15-20%-ს კი დღეს და ხვალ ჩაუტარდებათ განმეორებითი ტესტები. ხელმეორედ გაიტესტა ლენჯერის მოსახლეობის 60%. ინტენსიური ტესტირება მიმდინარეობს შავი ზღვის სანაპირო ზოლში – ბათუმსა და ქობულეთში. ბოლო 3-4 დღის განმავლობაში იქ ნებაყოფლობით ტესტირება 342-მა ადამიანმა გაიარა“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება