Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მერაბიშვილთან აფილირებული ხალხი დარბოდა სოფლიდან სოფელში და დაატარებდა ამ ჩანაწერებს – ბაჩო დოლიძე

მარშალ პრესი 17/01/2023
ბაჩო დოლიძე

ბაჩო დოლიძე გიორგი რურუას განცხადებას ეხმიანება. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის აზრით, თუ ვანო მერაბიშვილს პოლიტიკური ამბიციები აქვს, ის საჯარო მოქმედებაზე უნდა გადავიდეს.

„ჩანაწერებთან დაკავშირებით მერაბიშვილთან აფილირებული ხალხი დარბოდა სოფლიდან სოფელში და დაატარებდა ამ ჩანაწერებს. სპეცსამსახურებთან კავშირზე [საუბარი] ჩემი მხრიდან სპეკულაცია იქნება. ვფიქრობ, თუ პოლიტიკური ამბიცია აქვს, უმჯობესია გამოვიდეს კულუარებიდან, დატოვოს ბნელი ოთახები, რესტორნები, სასტუმროები, სადაც ხალხს ხვდება, საჯაროდ დააფიქსიროს თავისი პოზიცია და საჯარო მოქმედებაზე გადავიდეს“, – აცხადებს დოლიძე.

გიორგი რურუა, ვანო მერაბიშვილს რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებს. სოციალურ ქსელში რურუა წერს, რომ მერაბიშვილი, უცხოელ პარტნიორებთან პირად საუბრებში, ომის დაწყებას მიხეილ სააკაშვილს აბრალებდა.

Post navigation

Previous: ირაკლი ღარიბაშვილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს
Next: ირაკლი ღარიბაშვილი Citigroup-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.