საჯარო მოხელეებს მივმართავ, რომ უკრაინის მოქალაქის მოწოდებებს არ აყვნენ – შალვა პაპუაშვილი

225
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

საჯარო მოხელეებს მივმართავ, არ აყვნენ უკრაინის მოქალაქის მოწოდებებს, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთადერთი მიზანია ქვეყნის არევა.

„მიხეილ სააკაშვილის მიმართვა კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, თუ რამდენად ფარისევლურია თავად მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“. ერთი მხრივ, საუბრობენ შერიგებაზე და თითქოს სამშვიდობო მისიით ჩამოდიოდა სააკაშვილი, მაგრამ ეს მიმართვები გვაჩვენებს, რომ მათი ერთადერთი მიზანია ქვეყნის არევა და ეს პირდაპირი მოწოდებაა კანონის დაუმორჩილებლობისკენ, რაც მათ მიზნებს და ზრახვებს ავლენს. საჯარო მოხელეებს მივმართავ, რომ უკრაინის მოქალაქის მოწოდებებს არ აყვნენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახენებთ, 18 ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქზე მიმართვა გაავრცელა საჯარო სამსახურში დასაქმებული პირებისადმი, მათ შორის: პედაგოგების, პოლიციელების და სამართალდამცველების მიმართ, რომელშიც ის დიდ შერიგებაზე საუბრობდა და ირიბად მის მხარდაჭერასაც სთხოვდა.

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება