Skip to content
11/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

არესტოვიჩმა ბოდიში მოიხადა მისი სიტყვების გამო

მარშალ პრესი 17/01/2023
ალექსეი არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი დნიპროს მოსახლეობას ბოდიშს უხდის და უკრაინის თავდაცვის სისტემის მიერ რუსული რაკეტის ჩამოგდების შესახებ თავის განცხადებას სერიოზულ შეცდომას უწოდებს. აღნიშნულ საკითხზე მან კომენტარი მარკ ფეიგინთან იუთუბარხზე, ეთერში გააკეთა.

როგორც არესტოვიჩმა აღნიშნა, სოციალურ ქსელებში მისი განცხადების განხილვის ასეთი ტალღა შესაძლოა, გამოწვეული ყოფილიყო ან საზოგადოებაში დაძაბულობით, ან ორგანიზებული ყოფილიყო ბოტების ქსელის მიერ.

„ეს არის ორგანიზებული კამპანია, რომელიც ნებსით თუ უნებლიეთ აიტაცა ამ ომით და ამ დანაშაულით ტრავმირებულმა ხალხმა“, – განაცხადა არესტოვიჩმა და აღნიშნა, რომ ეს იყო „ოპოზიციის მიერ რუსებთან ერთად“ ჩატარებული საინფორმაციო ოპერაცია.

ამასთან, მან ბოდიში მოუხადა დნიპროს მცხოვრებლებს და დაზარალებულებს, ასევე ყველა იმ ადამიანს, ვისაც მისი სიტყვები შეეხო.

„მე რეალურად მინდა, ბოდიში მოვიხადო, ბოდიში მოვუხადო დაღუპულთა და დაშავებულთა ნათესავებს და ახლობლებს. დნიპროს მცხოვრებლებს, რომლებიც პირადად განიცდიან ამ ტრაგედიას და რომლებმაც ერთი აფეთქება გაიგონეს და იციან, რომ რაკეტა ერთი იყო. ასევე, ყველა უკრაინელს და არაუკრაინელს, ვისაც ჩემი სიტყვები ასევე შეეხო“, – განაცხადა არესტოვიჩმა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ რაკეტა, რომელიც უკრაინის ქალაქ დნიპროში საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო და დაცემისას აფეთქდა. აღნიშნული განცხადების გამო, უკრაინის რადაში ალექსეი არესტოვიჩის გადაყენების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ. რადას დეპუტატის, ალექსი გონჩარენკოს ცნობით, რამდენიმე დეპუტატმა ასევე მიმართა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს, რადგან არესტოვიჩის განცხადებებში იკვეთება სახელმწიფო ღალატის ნიშნები.

Post navigation

Previous: კონდოლიზა რაისი ჰყვება, 2008 წელს როგორ დაუსახელა ლავროვმა საქართველოსთან დაკავშირებით ორი პირობა
Next: მელიას ებრძვიან რეტროგრადი მოხელეები მერაბიშვილის თამადობით – გიორგი რურუა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.