Skip to content
11/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

რომელ ლევან ხაბეიშვილს უნდა დავუჯერო, თავის დროზე რომ ლანძღავდა მთელ ნაც.მოძრაობას? – მირდატ ქამადაძე

მარშალ პრესი 17/01/2023
მირდატ ქამადაძე

რომელ ლევან ხაბეიშვილს უნდა დავუჯერო? რომელიც თავის დროზე პარტიიდან წავიდა და ლანძღავდა მთელს „ნაციონალურ მოძრაობას“, თუ რომელიც გვეუბნება „ნაციონალური მოძრაობის“ დნმ მაქვსო? – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, მირდატ ქამადაძემ ტვ “პირველი”-ს ეთერში განაცხადა.

 

„პარტიას უნდა მართავდნენ ის ადამიანები, ვისაც მხარს დაუჭერენ ჩვენი მხარდამჭერები და არა ვინმეს მიერ კულისებიდან მართული პოლიტიკოსები. ჩვენ გვინდა ისეთი პოლიტიკოსები, რომლებიც რასაც ამბობენ, იმას აკეთებენ. სამართლიანი კითხვების დასმა ტალახის სროლა არ არის.ლევან ხაბეიშვილს, როგორც თავმჯდომარეობის კანდიდატს, უნდა ესაუბრა იმაზე, თუ რატომ იყო მაინცდამაინც აუცილებელი ამ დროს არჩევნები, მაშინ როდესაც მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ასეთია და დაიწყო მისი სასამართლო პროცესები. ლევან ხაბეიშვილი რას სთავაზობს ჩვენს ამომრჩეველს, ამაზე უნდა გვესაუბრებოდეს – მიშას თავისუფლებისთვის ვიბრძოლებო და პარტიას მოძრაობა სჭირდებაო, ეს მოძრაობა რაში გამოიხატება? ჩვენ პარტიიდან წასული ლევან ხაბეიშვილი გვახსოვს, შემდეგ ნიკა მელიას მუხლჩაუხრელი შრომითა და ღვაწლით პარტიაში დაბრუნებული ლევან ხაბეიშვილი გვახსოვს. მე რომელ ლევან ხაბეიშვილის უნდა დავუჯერო დღეს? რომელიც თავის დროზე პარტიიდან წავიდა და ლანძღავდა მთელს ნაციონალურ მოძრაობას, თუ დღეს რომელიც გვეუბნება რომ ნაციონალური მოძრაობის დნმ მაქვსო? მე რომელ ლევან ხაბეიშვილს დავუჯერო, რომელიც დავით კეზერაშვილს რა სიტყვებითაც მოიხსენიებდა ყველას გვახსოვს, თუ დღეს ჩემი პარტნიორიაო რომ გვეუბნება? მე რომელ ლევან ხაბეიშვილს უნდა დავუჯერო, რამდენიმე თვის წინ ბათუმის ქუჩებში ერთად რომ ვხვდებოდით მოსახლეობას და კითხვას რომ სვამდა, სად არის ლევან ვარშალომიძეო, ამაზე დიდი რა უნდა მოხდეს ქვეყანაში მისი უახლოესი მეგობარი, ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ციხეში ზის და კაცი ქვეყანაში არ ჩამოსულაო, თუ დღეს რომ ამბობს ლევან ვარშალომიძეს ვინც ახსენებთ, პირში წყალი გამოივლეთო?’’- აღნიშნა მირდატ ქამადაძემ.

Post navigation

Previous: სავარაუდოდ, ყველაფერი იქითკენ მიდის, რასაც აქამდე ვამბობდით – გიორგი კახიანი “ნაც.მოძრაობაზე”
Next: კონდოლიზა რაისი ჰყვება, 2008 წელს როგორ დაუსახელა ლავროვმა საქართველოსთან დაკავშირებით ორი პირობა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.