IMG.GE IMG.GE ___________________________________ IMG.GE

„გარკვეული კვალი რომ უკრაინაში ჩაბუდებული „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერამდე და სხვადასხვა ადამიანამდე მიდის ამაში ეჭვი, მგონი არავის ეპარება“ – ამის შესახებ გია ცაგარეიშვილმა „დღის ქრონიკის“ ეთერში ისაუბრა.

„ახლა საზოგადოება მსჯელობს გახმაურებული ჩანაწერის ავთენტურობაზე, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ყველა ამგვარი ჩანაწერის ავთენტურობა ბოლოს დადასტურებულა. ამ ადამიანების ამგვარი შეფასებები, ეს არც პირველია და არც უკანასკნელი. მათი მიმართება საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან, საზარბაზნე ხორცად გამოყენება ჟურნალისტების. ეს ხილული კვალია, მე ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. ჩვენ ვნახეთ რა ეპითეტებით ამკობენ ერთმანეთს, როგორ საუბრობენ ადეიშვილი და სააკაშვილი. თავად გვარამია ადასტურებს იმას, რომ უკრაინიდან იღებდა ინფორმაციას, გაბუნიაზე მიმდინარე თვალთვალის შესახებ“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.

ცნობისათვის, უკრაინულმა გამოცემამ Obozervatel-მა გაავრცელა ჩანაწერი, რომელიც, სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის საუბარს ასახავს. ჩანაწერში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას საქმეზეა საუბარი.

 

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება