IMG.GE ___________________________________ IMG.GE

მთავრობის ადმინასტრაციასთან საგზაო უსაფრთხოების თემაზე მომუშავე ორგანიზაციები შატილში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სოლიდარობის აქციას მართავენ. პარალელურად კი აქციის მონაწილეები საგზაო უსაფრთხოების პრიორიტეტად გამოცხადებას მოითხოვენ.

მათი განმარტებით, საჭიროა საკოორდინაციო საბჭოს შექმნა და გზების მონიტორინგის გამკაცრება.

შატილის გზაზე ავარიის შედეგად 17 ადამიანი გარდაიცვალა.

სამგზავრო მიკროავტობუსი, დაახლოებით, 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.

მთავრობის განკარგულებით, 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება