Skip to content
11/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

მცხეთის მუნიციპალიტეტში ორი ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა

მარშალ პრესი 16/01/2023
325456252_503089631719378_5086335072113412893_n

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ძველ ქანდასა და ვაზიანში, მუნიციპალური ფონდის დაფინანსებით, ახალი საბავშვო ბაღები გაიხსნა.

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს. ორივე შენობა ადაპტირებულია შშმ პირთათვის, ასევე, აღჭურვილია შესაბამისი ინვენტარით.

ახალ საბავშვო ბაღებში იმყოფებოდნენ მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. მათ აღსაზრდელებს, მშობლებსა და ბაღების თანამშრომლებს სააღმზრდელო პროცესის დაწყება მიულოცეს და ნაყოფიერი სასწავლო წელი უსურვეს.

“დღეიდან ძველი ქანდისა და ვაზიანის სოფლებს, მოემსახურება 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი, სადაც პატარები უსაფრთხო და კომფორტულ გარემოში იქნებიან. მინდა მადლობა გადავუხადო მუნიციპალური განვითარების ფონდს ჩვენი ბავშვების და მშობლების გახარებისთვის, წარმატებები ვუსურვო როგორც პედაგოგებს, ასევე მათ აღსაზრდელებს, აღდანიშბავია, რომ ამ სოფლებში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები ამ დრომდე არ არსებობდა”– განაცხადა დიმიტრი ზურაბიშვილმა.

ძველი ქანდისა და ვაზიანის საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი ორშაბათს დაიწყო და წლის ბოლომდე ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება.

Post navigation

Previous: თუ ეკონომიკური ზრდა არ გვაქვს, როგორ შეადგინა თიბისი ბანკის მოგებამ 2022 წლის 11 თვეში 933.6 მლნ ლარი?
Next: გინება და დაპირისპირება პირდაპირ ეთერში – ირაკლი ზარქუა და გიორგი ვაშაძე (ვიდეო)

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.