Skip to content
31/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მედიკამენტების ღირებულება საშუალოდ 40%-ით შემცირდება – ირაკლი ღარიბაშვილი

მარშალ პრესი 16/01/2023
ირაკლი ღარიბაშვილი

რეფორმის შედეგად, რომელიც წამლებზე მაქსიმალური ზღვრული ფასის დადგენას ისახავს მიზნად, მედიკამენტების ღირებულება საშუალოდ 40%-ით შემცირდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, რეფერენტული ფასი ეტაპობრივად სხვა მედიკამენტებზეც განისაზღვრება.

„გასული წლის დასაწყისში გავხსენით თურქეთის ფარმაცევტული ბაზარი. ცვლილების შემდეგ ქვეყანაში მედიკამენტების ფასი 60-80%-ით შემცირდა. თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნის შედეგად, საქართველოს მოსახლეობა წლიურად დაახლოებით 200 მილიონ ლარამდე დაზოგავს.

მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაზრდის მიზნით დავიწყეთ ახალი რეფორმა, რომელიც წამლებზე მაქსიმალური ზღვრული ფასის დადგენას ისახავს მიზნად.

რეფერენტული ფასი პირველ ეტაპზე 1300-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე დაწესდა.

ფარმაცევტულ კომპანიებს განსაზღვრულ ფასზე ძვირად წამლის გაყიდვა 15 თებერვლიდან აღარ შეეძლებათ. რეფორმის შედეგად, მედიკამენტების ღირებულება საშუალოდ 40%-ით შემცირდება. რეფერენტული ფასი ეტაპობრივად სხვა მედიკამენტებზეც განისაზღვრება“,- აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.

Post navigation

Previous: ირაკლი ღარიბაშვილი შვეიცარიაში გაემგზავრა
Next: თუ ეკონომიკური ზრდა არ გვაქვს, როგორ შეადგინა თიბისი ბანკის მოგებამ 2022 წლის 11 თვეში 933.6 მლნ ლარი?

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.