IMG.GE ___________________________________ IMG.GE

თუ ვინმეს რამე პრობლემა აქვს თაკო ჩარკვიანთან დაკავშირებით, რომელმაც 3 თვის წინ დააყენა კანდიდატურა გამოვიდეს და თქვას, ირაკლი ოქრუაშვილი არ არის ყველა ოპოზიციონერის მიერ შეთანხმებული კანდიდატი, არც მე და არც ,,ნაცმოძრაობა” არ უჭერს მხარს, – ამის შესახებ  პარტია ,,სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა  ,,ახალი საქართველოს” ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებას, რომლის თანახმად დისონანსი, რომელიც ერთობაში გიორგი ვაშაძის გადაწყვეტილებამ შემოიტანა, გამოსწორებას მოითხოვს.

მე ვარ სიტყვის ერთგული. ყველა შეთანხმებას ყოველთვის ვიცავ და მთავარია რა პრინციპებით მოქმედებს ადამიანი. ამიტომ, ყველა ლიდერს მოვუწოდებ, რომ სისულელეების ლაპარაკს მოვეშვათ. წადით და ხალხს ელაპარაკეთ, ეს არც სამუშაო ადგილს შექმნის და არც საერთო ოპოზიციურ გამარჯვებას შეუწყობს ხელს,” – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

 

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება