IMG.GE ___________________________________ IMG.GE

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია ამბობს, რომ კორონავირუსით რეინფიცირება ყოველთვის შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს. მისი თქმით, რეინფიცირებულ პაციენტთან დაავადება თითქმის უსიმპტომოდ მიმდინარეობდა.

“ინფექციური პროცესის კანონია, რომ ერთხელ გადატანილი დაავადების განმეორებითი ინფიცირება, გარკვეულწილად უფრო მსუბუქად მიმდინარეობს, იმიტომ, რომ ორგანიზმს მაინც აქვს გამანეიტრალებელი ანტისხეულები, რომელიც არ არის საკმარისი იმუნიტეტისთვის, მაგრამ დაავადებისთვის, ბრძოლისთვის ორგანიზმი ამას იყენებს. რეინფიცირება ყოველთვის უფრო მსუბუქად მიმდინარეობს, რეინფიცირების შემთხვევის დროს დაავადება იყო თითქმის უსიმპტომო. ჩვენ ვიცით, რომ ამ დროისთვის არ არის ცნობილი იმუნიტეტის ხანგრძლივობა, მისი ხარისხი. შესაძლებელია მოხდეს, რომ არ ჩამოყალიბდეს იმუნიტეტი, მაგრამ ეს იქნება ძალიან ერთეულ შემთხვევებში და ამ ეტაპზე ერთეულ შემთხვევებზე ლაპარაკი ნაადრევია“, – განაცხადა მარიან ეზუგბაიამ.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება