IMG.GE ___________________________________ IMG.GE

კორონავირუსის ახალი ნშემთხვევებიდან, ოთხი ბათუმში გამოვლინდა. . გასული 24 საათის განმავლობაში 608 პირის ნიმუში გამოიკვლიეს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ინფიცირებულთაგან ორი ქობულეთში გამოვლენილი შემთხვევის კონტაქტია, ორი კი იმპორტირებული შემთხვევაა და პაციენტები საერთაშორისო გადაზიდვების ავტომანქანის მძღოლები არიან. მათგან ერთი საქართველოს, ხოლო მეორე თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეა, რომელიც მკურნალობის გასაგრძელებლად საკუთარ ქვეყანაში დაბრუნდა.

ამჟამად ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 32 პაციენტი მკურნალობს.

საქართველოში დღეს კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება