Skip to content
18/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დღეს საქართველოს სახელმწიფო დროშის, ჩვენი ეროვნული სიმბოლოს დღეა, ყველას გილოცავთ

მარშალ პრესი 14/01/2023
ღარიბა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოქალაქეებს  საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს ულოცავს.

“დღეს საქართველოს სახელმწიფო დროშის, ქართული სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი უმთავრესი ნიშნისა და ჩვენი ეროვნული სიმბოლოს დღეა. ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს!

ჩვენი თვითმყოფადობის, ეროვნული სულისკვეთებისა და უნიკალური კულტურის გამოხატულება – ჩვენი დროშა ინახავს ისტორიას, რომელიც ყველა მოქალაქისთვის ძვირფასი და საამაყოა. ჩვენი დროშა აერთიანებს ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ისტორიას, იმ ღირებულებებს, რომლებსაც საუკუნეების განმავლობაში ვიცავდით და მუდამ დავიცავთ.

დღევანდელ დღემდე მოსასვლელად ჩვენმა ხალხმა დიდი შრომა გასწია და გვაქვს ისეთი მიღწევები, რომელთა წყალობითაც ჩვენ ვაგრძელებთ წინსვლას და უკეთესი ხვალინდელი დღის შენებას.

სახელმწიფო დროშის დღეს განსაკუთრებული მოწიწებითა და პატივისცემით ვულოცავ ჩვენი ქვეყნის მშვიდობისა და ერთიანობის მცველებს, ჩვენს გმირ ჯარისკაცებს და მათ, ვის მსახურებაზეც ყოველთვის იდგა ჩვენი ქვეყნის ღირსება და ნათელი მომავალი,” – აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.

Post navigation

Previous: ბილ ბროუდერმა უკვე შექმნა ლოს-ანჟელეს-მაგნიტსკის სია? თუ ანგელოზების ქალაქს არ ვერჩით? – სოზარ სუბარი
Next: ლევან ხაბეიშვილი პასუხობს მათ, ვინც გოიმს უწოდებს (ვიდეო)

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.