IMG.GE ___________________________________ IMG.GE

რაჭაში ლასო აბუთიძის მკვლელობაში ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. ორი ბრალდებულიდან ერთი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს, მეორე კი ამბობს, რომ კონფლიქტში გამშველებლის როლს ასრულებდა. მას საზოგადოებრივი ადვოკატი იცავს, რომლის თქმითაც, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მსუბუქი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, თუმცა მკაფიოდ ახსოვს, რომ მკვლელობა მას არ ჩაუდენია.

პირი, რომელიც დანაშაულს აღიარებს, ამ ეტაპზე ადვოკატის მომსახურებაზე უარს ამბობს.

შეგახსენებთ, რომ 22 აგვისტოს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში 29 წლის ლასო აბუთიძე მოკლეს. არსებული ინფორმაციით, აბუთიძე მასთან სტუმრად მყოფი გოგონების დაცვას ნასვამი მამაკაცებისგან ცდილობდა.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება