IMG.GE IMG.GE

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს შორის გამართული საუბრის  სატელეფონო ჩანაწერს ეხმაურება და წერს:

“სააკაშვილი-ადეიშვილის სავარაუდო სატელეფონო საუბრის ჩანაწერის შემდეგ რამდენიმე საათი სოცქსელში სხვადასხვა მრავალფეროვან ჯგუფს დავაკვირდი. საუბრის ავთენტურობის დადასტურების გარეშე უდიდესი უმრავლესობა აცხადებს – რომ სხვას რას უნდა ელოდო ამ ნაცავაზაკებისგან?! ესენი ხომ ძალაუფლების გამო საკუთარ ოჯახებსაც კი გაწირავენ?!.
დიახ, ჯალათებისგან ყველაფერია მოსალოდნელი. სავალალოა, რომ მათ გვერდით მოისვეს ისინი, ვინც მათ ებრძოდა. ხოლო ამ უკანასკნელების იმედი არაერთ ადამიანს ჰქონდა.
გავიმეორებ: ეს სავალალო პოლიტიკური მოცემულობა დროებითია. საქართველოს აქვს რესურსი, რომ კონსტრუქციული ოპოზიცია ჰყავდეს. და ეს პროცესები 2021-ში უფრო გააქტიურდება.
მანამდე კი გვაქვს დროებითი მოცემულობა – შალიკოს ფანჩატურის თვითგაბანძებული ოპოზიცია.
თუმცა, ყველაფერი დროებითია…” – წერს აბაშიძე

კომენტარის დატოვება
IMG.GE