Skip to content
17/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

“მთავარი არხი”-ს ჟურნალისტი ჩასაფრებული ელოდა, როდის წააქცევდა გრიგალი ზუგდიდის მთავარ ნაძვის ხეს

მარშალ პრესი 13/01/2023
მთავარი-არხი-640x371

“მთავარი არხი”-ს ჟურნალისტი ემა გოგოხია  ჩასაფრებული ელოდა, თუ  როდის წააქცევდა ქარი ზუგდიდში მთავარ ნაძვის ხეს. ამის შესახებ მისი თანამოაზრე, ნაციონალური მოძრაობის წევრი ანი წითლიძე წერს ფეისბუქზე.

“ორი დღეა, ემა გოგოხიას მანქანას ვხედავ გუბერნიის წინ, სადაც ზუგდიდის მთავარი ნაძვის ხე დგას. ორი დღეა დგას და არ იძვრის.

დღესაც რომ იქვე დამხვდა, დავურეკე და ვეკითხები, ხომ მშვიდობა გაქვს ამ ყინვაში და უბედურებაში მანდ რატომ დგახართქო. ზუგდიდში გრიგალი და სტიქიაა ამ დროს არ დაგავიწყდეთ.

ნაძვის ხე ქანაობს ძალიან და რომ წაიქცეს და ეგ გამომეპაროს არ მინდაო. ანუ ორი დღეა ჩართული კამერით ზუგდიდის ნაძვის ხეს დარაჯობს.

ემას შემხედვარე ზუგდიდის მერიამ იფიქრა ეს აქ ტყუილად არ დგასო და ნაძვის ხის დამატებით გამაგრება გადაწყვიტა. მანიაკი ხარ კადრის“- წერს სიყვარულით ანა წითლიძე, რასაც კომენტარებში ზოგიერთი ნეგატიურად გამოეხმაურა და წითლიძეს უთხრა, რომ არ არის ეს თემა სახუმარო, რაზეც წითლიძემ უპასუხა, რომ ეს არ არის ბოროი განზრახვით დაწერილი პოსტი და მოუწოდა კრიტიკოსებს, რომ გაიღიმონ.

როგორც ცნობილია,  ნაძვის ხე უკვე დაშალეს.

Post navigation

Previous: მართლა არ მჯერა “ბოიშვილი ვიყო”, თუ ასე გავაგრძელეთ, რომ 2024-ში იმათ რამე ვუქნათ – ზურაბ ჯაფარიძე (ვიდეო)
Next: უკრაინის კონფლიქტში აშშ-მა მოიგო, ხოლო ევროპამ წააგო – ვიქტორ ორბანი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.