IMG.GE IMG.GE ___________________________________ IMG.GE

„ჩვენი ოპონენტები, მათ შორის რადიკალური ოპოზიციიდან, ხელს გვიწყობენ კიდევ უფრო მყარ გამარჯვებაში, როდესაც ასეთ გადაწყვეტილებებს ახმოვანებენ“, – ამის შესახებ საპარალამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ოპოზიციის მიერ თბილისის ექვს ოლქში საერთო მაჟორიტარული კანდიდატების დასახალებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„ჩემთვის არანაირ მიზანს არ წარმოადგენს ცინიზმი და არ შეიძლება, უდიერად ან უპატივცემულოდ მოეპყრო შენს თუნდაც ყველაზე სუსტ კონკურენტს, თუმცა, რატომღაც მგონია, რომ ჩვენი ოპონენტები, მათ შორის რადიკალური ოპოზიციიდან, ხელს გვიწყობენ კიდევ უფრო მყარ გამარჯვებაში, როდესაც ასეთ გადაწყვეტილებებს ახმოვანებენ.

არ მიიღონ პიროვნულად არც ერთმა, უფრო მეტად საუბარი მაქვს საერთო კანდიდატებზე, რა შემთხვევაშიც, წარმატების საფუძველი ისიც იქნება, რომ პირველივე ტურში დამთავრდება ყველაფერი, როდესაც ისინი საერთო კანდიდატს დაუჭერენ მხარს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციამ თბილისის ექვსი მაჟორიტარული ოლქისთვის კანდიდატების შეთანხმებული სია დღეს დაასახელა.

კერძოდ, ოპოზიციამ თბილისის ოლქებში შემდეგი კანდიდატები წარადგინა: მთაწმინდა – შალვა შავგულიძე; სამგორი – ლევან ხაბეიშვილი; ვაკე – ელენე ხოშტარია; გლდანი – ნიკა მელია; ისანი – გიორგი ვაშაძე; ნაძალადევი – შალვა ნათელაშვილი.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება