მამუკა მდინარაძე ერთ-ერთი ტელევიზიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე: ამ „ჟანრს” რა ჰქვია ჟურნალისტიკაში?

924
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, ტელეკომპანია „პირველის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას Facebook-ის საკუთარ გვერდზე ეხმაურება.

„ამ „ჟანრს” რა ჰქვია ჟურნალისტიკაში?“, – წერს მამუკა მდინარაძე.

ტელეკომპანიის ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომელის ავტორიც, მისივე თქმით, საიდუმლო წყაროზე დაყრდნობით, ამტკიცებს, რომ მმართველი პარტიის ერთ-ერთ ლიდერს ფეშენებელური რეზიდენცია აქვს, თუმცა ამას მალავს და ქონება მეუღლის მეგობრის სახელზე აქვს გაფორმებული. ტექსტს თან ერთვის მამუკა მდინარაძის კადრი.

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება