IMG.GE ___________________________________ IMG.GE

მამას საკუთარი შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებას დღეს ოფიციალურად წაუყენებენ. 11 წლის ბავშვი ხეზე ჩამომხრჩვალი თერჯოლის რაიონის სოფელ ძევრში ორი დღის წინ ნახეს.

წინასწარი ინფორმაციით, მამას შვილი ორი დღის მანძილზე ოთახში ჰყავდა გამოკეტილი და მასზე სისტემატიურად ძალადობდა.

მომხდარს სახალხო დამცველიც გამოეხმაურა. ომბუდსმენი ამბობს, რომ საქართველოში ბავშვები ოჯახში, თუ საჯარო სივრცეში მარტონი არიან ძალადობის პირისპირ.

ნინო ლომჯარია მამასთან და ზოგადად მანკიერ სისტემასთან ერთად მომხდარ ტრაგედიაზე პასუხისმგებლობას ყველა იმ პირს აკისრებს, ვინც იცოდა ძალადობის ფაქტი და არაფერი გააკეთა.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება