IMG.GE ___________________________________ IMG.GE

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი შატილის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 17 ადამიანის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„ამერიკის საელჩოს სრული შემადგენლობის სახელით, მსურს, ღრმა მწუხარება გამოვხატო 23 აგვისტოს შატილში ტრაგიკულად დაკარგული ჩვიდმეტი სიცოცხლის გამო.

ვფიქრობთ მათზე, ვინც დაიღუპა და ვინც ამ მძიმე წუთებში მათ დაკარგვას გლოვობს. იცოდეთ, რომ მარტო არ ხართ. თქვენ გარშემორტყმული ხართ ხალხით, ვინც თქვენს მწუხარებას იზიარებს“, – ნათქვამია კელი დეგნანის სამძიმრის ტექსტში, რომელსაც საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

 

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება