თუ ვინ იქნება კონკრეტულ რაიონებში, ქალაქებში და დედაქალაქში მერობის კანდიდატი, ამაზე საუბარი ადრეა – კახა კალაძე

213
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა

თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, საუბარი იმაზე, იქნება თუ არა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის მერობის კანდიდატი, ჯერ ადრეა.

კალაძის თქმით, ადგილობრივი არჩევნები 4-5 თვის შემდეგ უნდა გაიმართოს, ამიტომ კონკრეტული გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

,,როდესაც იქნება გადაწყვეტილებები მიღებული, აუცილებლად მოგაწვდით ინფორმაციას. ჯერ ადრეა ამაზე საუბარი, არჩევნები არის შემოდგომაზე, ამიტომ 4-5 თვით ადრე თუ ვინ იქნება კონკრეტულ რაიონებში, ქალაქებში და დედაქალაქში მერობის კანდიდატი, ამაზე საუბარი ადრეა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მან ასევე უპასუხა შეკითხვას ოპოზიციის მერობის ერთიან კანდიდატურაზე „გირჩი – მეტი თავისუფლებას“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის შესაძლო წარდგენასთან დაკავშირებით. კალაძის თქმით, თბილისის მერობაზე ყველა წარდგენილ კანდიდატურას პატივს სცემს და არავის შეფასებას არ აპირებს.

,,ყველა კანდიდატს, ვინც იქნება თბილისის მერობაზე წარდგენილი პატივს ვცემ, არავის შეფასებას არ ვაპირებ. საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს ყველაფერს, აფასებს სიტუაციას და საზოგადოება გააკეთებს სწორ შეფასებას შემოდგომაზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება