IMG.GE ___________________________________ IMG.GE

შატილის გზაზე, ავარიის ადგილზე, ამ წუთებში ხევში გადავარდნილი მიკროავტობუსის ამოყვანის სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ხევსურეთიდან იუწყება, აღნიშნული მიზნით ტრაგედიის ადგილზე სპეციალური ტექნიკა მიიყვანეს.

ხევში რჩება სიმაღლიდან გადავარდნილია ჯიპიც, რომელთან მიკროავტობუსის შეჯახებამაც, სავარაუდოდ, უბედური შემთხვევა გამოიწვია. ჯიპი ხეებს შორისაა გაჭედილი. ორივე ავტოსატრანსპორტო საშუალებას დღეს ამოიყვანენ.

აღნიშნულ გზაზე მოძრაობა აღდგენილია და მგზავრებს გადაადგილების საშუალება ეძლევათ.

შატილის გზაზე, სადაც გუშინ მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 17 ადამიანი ემსხვერპლა, 3 კი მძიმედ დაშავდა, საპატრულო პოლიციი ს წარმომადგენლები და ექსპერტ-კრიმინალისტები მთელი დღის განმავლობაში მუშაობდნენ.

შეგახსენებთ, დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გუშინ საღამოს გადავარდა. ბოლო მონაცემებით, 17 ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი დაშავდა. მიკროავტობუსი ტურისტულ კომპანიას ეკუთვნოდა და მას ტურისტები გადაჰყავდა. დაღუპულთა შორის ერთი უცხოელია.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება