IMG.GE ___________________________________ IMG.GE

ჩვენ ვნახეთ არაერთი მცდელობა, რომ კონსტიტუცია მორგებოდა კონკრეტულ ადამიანებს, საბედნიეროდ დღეს გვაქვს კონსტიტუცია, რომელიც არის ეროვნულ ღირებულებებზე ორიენტირებული – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

„გადაჭარბების გარეშე შეგვიძლია ვთქვათ, რომ გვაქვს მსოფლიოში ერთ-ერთი დახვეწილი, ევროპული ტიპის კონსტიტუცია, რომელიც აბსოლუტურად გამორიცხავს ავტოკრატიას. ჩვენი კონსტიტუცია შეიძლება მოქმედებდეს გრძელვადიან პერსპექტივაში, ისე რომ ერთი მხრივ გამორიცხოს ავტოკრატია, მეორე მხრივ თავისუფლად და სიამაყით ვილაპარაკოთ მის დახვეწილობაზე, რაშიც უდიდესი როლი აქვს მეცხრე მოწვევის პარლამენტს და განსაკუთრებული ამ კონსტიტუციის ყველა სფეროსთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძეს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კონსტიტუციის დღედ საქართველოში 24 აგვისტოა დაწესებული.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება